სასწავლო პროექტი


                                          სასწავლო პროექტი
1
პროექტის სახელწოდება
,,განვაახლოთ ჩვენი საკლასო ოთახი’’
2
პროექტის მათავარი იდეა ( თემა ) 1 – 2 წინადადება
მასწავლეები გაზომავენ საკლასო ოთახის კედლებს, იატაკს, ფანჯრებს.  განსაზღვრავენ ოთახის კედლების განსაახლებლად  საჭირო მასალის რაოდენობას,  რა სიგრძისა და სიგანის ფარდები აქვთ შესაძენი.   მასწავლებელი აწვდის ინფორმაციას  შესაძენი ნივთების ფასების  შესახებ  სხვადასხვა მაღაზიაში და  განუსაზღვრავს რა თანხის დახარჯვა შეუძლიათ.  მოსწავლეები  გაეცობიან   ფასებს, განსაძღვრავენ რომელი მასალა რომელ მაღაზიაში შეიძინონ  თანხის დაზოგვის მიზნით, შექმნიან გზამკვლევს მსგავსი საქმიანობის ჩატარების მსურველთათვის, სადაც ასახული იქნება მათი საქმიანობაის თანმიმდევრობა, ამით   გაუადვილებენ   სხვა კლასის მოსწავლეებს მსგავსი პროექტების განხორციელებაში.
3
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები   პრაქტიკულად გამოიყენებენ   სიგრძის ერთეულებთან დაკავშირებულ საკლასო პირობებში მიღებული ცოდნას, ფულის ერთეულების  გამოყენებას, არასაკმარისი თანხის შემთხვაში  შეძლონ თანხის გადანაწილება.
4
პროექტის მიზანი
მოსწავლემ  შეძლოს  ზომის სხვადასხვაერთეულების გამოყენება და ერთმანეთთანდაკავშირება.
გამოსახოს  სიგრძის,   ფულის  ერთეული  მცირე ერთეულით. (მაგალითად, 2 = 20დმ, 2 = 200სმ, 1 ლარი= 100 თეთრი)
გამოიყენოს  ნაშთით გაყოფას ზომის მოცემულ ერთეულებში მონაცემის სხვა ერთეულითგამოსახვისას (მაგალითადრამდენი მეტრი და სანტიმეტრია 320სმ?).
მოსწავლემ  შეუძლია საგანთა და ფიგურათაზომებისა და ობიექტთა შორის მანძილებისპოვნა.
 ახდენს ორ ობიექტს შორის მანძილის შეფასებასშესაბამის სტანდარტულ ერთეულშიზომავს მასდა ამოწმებს თავის ვარაუდს;          
ზომავს და ითვლის ტეხილის სიგრძესმრავალკუთხედის პერიმეტრს და აფიქსირებსშედეგს შესაფერის სტანდარტულ ერთეულში;     რეალური ვითარების შესაბამისი სქემატურიგამოსახულების (რომელზეც მანძილებიააღნიშნულიმიხედვით პოულობს ორ ობიექტსშორის უმოკლეს მანძილს.              
5
მონაწილეთა ასაკი
მე-4 კლასი, 9-10 წლის მოსწავლეები.
6
ვადები / ხანგრძლივობა
5 დღე
7
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას
მათ.IV.5.            მოსწავლეს შეუძლია ზომისსხვადასხვა ერთეულების გამოყენება დაერთმანეთთან დაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
•             გამოსახავს სიგრძის/წონის რომელიმედიდ ერთეულს (აგრეთვე დიდი ერთეულისნახევარსმცირე ერთეულით. (მაგალითად, 2 = 20დმ, 2 = 200სმ)
•             იყენებს ნაშთით გაყოფას ზომისმოცემულ ერთეულებში მონაცემის სხვაერთეულით გამოსახვისას (მაგალითადრამდენიმეტრი და სანტიმეტრია 320სმრამდენი საათია100წუთი?).
მათ.IV.10.         მოსწავლეს შეუძლია საგანთა დაფიგურათა ზომებისა და ობიექტთა შორისმანძილების პოვნა.
შედეგი თვალსაჩინოათუ მოსწავლე:
•             ახდენს ორ ობიექტს შორის მანძილისშეფასებას შესაბამის სტანდარტულ ერთეულშიზომავს მას და ამოწმებს თავის ვარაუდს;
•             ზომავს და ითვლის ტეხილის სიგრძესმრავალკუთხედის პერიმეტრს და აფიქსირებს   შედეგს შესაფერის 
სტანდარტულ ერთეულში;
•             რეალური ვითარების შესაბამისისქემატური გამოსახულების (რომელზეც მანძილებია აღნიშნულიმიხედვით  პოულობს ორ ობიექტს შორის უმოკლეს მანძილს               
8
პროექტისთვის საჭირო რესურსები
მეტრიანი სახაზავი, საზომი  ლენტი, ოთახის კიბე, რვეული, კალამი,  ფუნჯი,   ფოტოაპარატი, ფორმატი, ფლომასტერები.
9
პროექტის მსვლელობა
 ( ძირითადი აქტივობები)
I  დღე. მოსწავლეები   გაზომავენ საკლასო ოთახის კედლებისა და ფანჯრების  სიგრძეს და სიგანეს.
II  დღე.  ბავშვები  განსაზვრავენ  რა სიგრძისა და სიგანის შპალერია საჭირო, რა სიგანისა და სიგრძის ფარდებს  შეურჩევენ   ფანჯრებს.  იყენებენ ზომის ერთეულებს:  სანტიმეტრი, დეციმეტრი, მეტრი.  მონაცემებს  ჩაინიშნავენ რვეულში.
 III  დღე.  მასწავლებელი აწვდის    მოაცემებს  იმის შესახებ, თუ რომელ მაღაზიაში რა ღირს  საჭირო მასალა:  შპალერი, ფარდა, ფუნჯი, წებო.  მოსწავლეები გაეცნობიან მონაცემებს   და განსაზღვრავენ  რომელ მაღაზიაში რომელი მასალის ყიდვაა  ხელსაყრელი თანხის დაზოგვის მიზნით.
IV  დღე.  მოსწვლეები  ცდილობენ  გადაანაწილონ  დასახარჯად განკუთვნილი  თანხა,  რამოდენიმე მცდელობაზე  თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა,  ბოლოს მივიდნენ დასკვნამდე, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნი  ნივთებს   4  მაღაზიაში  შეიძენენ, თანხა იქნება საკმარისი.
V  დღე.    მოსწავლეები  მუშაობენ   გზამკვლევის  შექმნაზე, რომელიც  განკუთვნილია   მსგავსი საქმიანობის ჩატარების მსურველთათვის, ბავშვებმა   ასახეს  მათი საქმიანობის თანმიმდევრობა, თან დაურთეს   ფოტომასალაც. ისინი ფიქრობენ , რომ აღნიშნული    გზამკვლევით    დაეხმარებიან    სხვა კლასის მოსწავლეებს მსგავსი პროექტების განხორციელებაში.
10
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მათ.IV.5.            მოსწავლეს შეუძლია ზომისსხვადასხვა ერთეულების გამოყენება დაერთმანეთთან დაკავშირება.

მათ.IV.10.         მოსწავლეს შეუძლია საგანთა დაფიგურათა ზომებისა და ობიექტთა შორისმანძილების პოვნა.

ხელოვნება
11
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი)
მაია ბუხრაძე
12
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
Bukhradze05@gmail.com
13
პროექტის ვებ - გვერდი/ ბლოგი
https://ictbukhradze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment